Sunday, July 31, 2011

მომენატრე


როგორ მინდა ეს პოსტი ეხლა ვინმე სულელ ბიჭზე იყოს რომელიც მომწონს ან მიყვარს და შენზე არ ვწერდე ასე ტკივილიანად... არადა მიწევს შენზე დაწერა, ჩემს სისხლზე და ხორცზე რომელიც აგერ უკვე 6 წელია აღარ მინახავს...
იცი როგორ მომენატრე? უაზროდ...ტკივილამდე...ავიტან იმას რომ შენ ვერ გნახულობდი ამდენი ხანი...იმასაც ავიტან რომ შენი სახეც დამავიწყდა...მაგრამ იმ აზრს ვერ ვიტან რომ შენ მანდ იტანჯები, ავად ხარ და მე ვერაფრით ვერ გიშველი. ვერ მოგეხვევი ვერ ჩაგეხუტები და ვერ გეტყვი რომ მიყვარხარ.
არ მესმის ადამიანების, რომლებიც ამბობენ რომ პატიმრები ადამიანები აღარ არიან. ალბათ არ იციან რომ ამ ,,პატიმრებს" გარეთ ყავთ მშობლები, დები, ძმები, მეგობრები....რომლებსაც მათ გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენიათ. ციხეშიც არიან ადამიანები, ბევრად უფრო კარგები და უფრო ,,ადამიანები" ვიდრე გარეთ. არ ვამბობ რომ ყველა უდანაშაულოა, მაგრამ ყველას აქვს უფლება რომ გამოსწორდეს...
აუ რომ გამოხვალ, იცი როგორ ჩაგეხუტები? აგეკრობი და ბევრს...ძალიან ბევრს ვიტირებ. იცი დღემდე ერთი მოგონება მაქვს შენზე შემორჩენილი – მე, ჭრელკაბიანი, პატარა გოგო ვზივარ ციხის პაემნებისთვის განკუთვნილ სკამზე და გელოდები...უსასრულოდ ველოდები როდის შემოაღებ კარს და ჩამეხუტები. ჩახუტებისას ცრემლებს ვერცერთი ვერ ვიკავებთ, მერე კალთაში გიზივარ, ტკიპასავით მიკრობილი და ცრემლები თავისით მოგორავენ ლოყაზე. შენ საკუთარი ხელებით იხსნი ციხეში გაკეთებულ ხის ჯვარს და მეუბნები ,,იცი, მე ამ ჯვარს ყველაზე ძვირფას ადამიანს ვაჩუქებ" ,,ვის?" ,,შენ" და გაოცებულს შენი ხელით მიკეთებ ყელზე. მერე იმ ჯვარს პაწია ხელს მაგრად ვუჭერ და კიდევ უფრო გეხუტები. ამ მოგონებით ცოცხლობ ჩემში. შენ სულ ჩემთან ხარ...სულ შენზე ვფიქრობ, ადვოკატობაც იმიტომ მინდოდა რომ შენ გამომეყვანე ციხიდან.... იცი ის ჯვარი იმ დღის მერე აღარც მომიხსნია და როცა ძალიან მომენატრები, როცა შენი სახე გაფერმკრთალებას იწყებს მოგონებებში, შენს მაგივრად ამ ჯვარს ვეფერები ხოლმე.... მომენატრე...უზომოდ...უაზროდ...

Friday, June 17, 2011

დღეს...


დღეს გავაკეთე არჩევანი, რომელზეც სამი დღე ვფიქრობდი და ახლაც არ ვიცი სწორია თუ არა...
დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი რომ გრძნობებზე მინდობა არ ღირს...
დღეს მივხვდი, რომ შეიძლება ზოგჯერ იცინოდე, მაგრამ შიგნით კვდებოდე ისე გინდოდეს ხმამაღლა ღრიალი...
დღეს მივხვდი იმასაც, რომ იმაზე მეტად შეიძლება მეტკინოს გული, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა....
დღეს ისიც გავიგე, რომ თუ გინდა ბედნიერი იყო არაფერს არ უნდა გრძნობდე...
დღეს ბევრი რამ მოხდა...ძალიან ბევრი, მაგრამ ამ დღის მეხსიერებიდან წაშლა ძალიან მინდა...
P.S დღეს მე შენ დაგკარგე...

Wednesday, June 15, 2011

...когда-нибудь ты прочтешь все это...
но сейчас...сейчас я просто один, сижу тут и пальцы мои подвластные хаотичному ходу моих мыслей пытаются что-то написать...
трудно все это словами передать...
это надо видеть...чувствовать...слышать...
иначе не понять...

...с утра никакой...сама не своя...
молчала весь день...ни с кем не говорила...не потому, что нечего было сказать...а потому, что все что хотела, хотела сказать только тебе...
но тебя не было рядом...
и я молчала...

только искусственная улыбка в ответ всем вокруг...
чтобы просто не просекли, чтобы просто не поняли,
что я сейчас совсем не тут и не с ними...
...чтобы просто от меня отстали...

...сбежала домой...но тут не легче...
только друзья помогли отвлечься...
от жизненных сует
от одиночества и просто от тебя...
хотя это глупая попытка забыться
ничем мне так и не помогла...
только стало тяжелее и больнее,
от мыслей, что сегодня я так и не позвонила тебе...
потому, что дала слово себе...
...забыть тебя...

хотя понимаю- люблю тебя
P.S. но может это пройдет...скорее бы уже

Friday, May 27, 2011

უძილობისგან გასამკუთხედებული ფიქრები....

ვერ ვიძინებ...დავიღალე იმით, რომ ყველანაირი იდიოტური აზრი მე უნდა მომდიოდეს თავში...
დავიღალე, იმით, რომ ყველაფერი მე უნდა მტკიოდეს....
დავიღალე, იმით, რომ ყველაფერზე მე უნდა ვნერვიულობდე და ყველას პრობლემებით მე ვიყო დატვირთული...
მინდა ერთი დღე მაინც...ერთადერთი დღე – ბედნიერი ვიყო და არ ვიფიქრო იმაზე, თუ რა არის სწორი და რა არა (მაინც ვერ ვიგებ)
მინდა ერთხელ მაინც – იმას დავადო მხარზე შუბლი და უბრალოდ მივეხუტო...არაფერზე არ ვიფიქრო, უბრალოდ მისი სიახლოვე მინდა...
მინდა ბოლო ბოლო გადავწყვიტო ვინ ვარ – ათეისტი, თუ მორწმუნე...(ხშირად ვმერყეობ ამ ორს შორის)
მინდა გავაღწიო ამ გარემოდან, უკვე სული მეხუთება...სადმე სხვა ქვეყანაში მინდა ცხოვრება, თუნდაც აბორიგენების ტომებში ან ბოშათა ბანაკებში....
ეჰ....ბევრი რამე მინდა მაგრამ სადაა?

უსათაუროდ

შუაღამეა, იცი ისევ შენზე ვფიქრობ...რასაც არ უნდა მოვუსმინო, რასაც არ უნდა ვუყურო, ყველაფერში შენ მელანდები. დავიღალე, იცი როგორ დავიღალე ამ ერთფეროვნებით? ყოველ დღე გიყურებ, მინდა მოვიდე და უბრალოდ მოგეხვიო, მაგრამ რა? არც არაფერი, ჩემთვის ვზივარ, წყნარად. ახლა ალბათ ყველა იფიქრებს ამის დამწერი იდიოტიაო, მერე რა? ვერავის ვერ ვეუბნები და აქ მაინც ვწერო :D ეს რომ წაიკითხო იტყვი მაგარი გაკლიაო, ეგეც არ მაინტერესებს. მოკლედ, ძალიან გვიანია, წავედი ეხლა მე....

Thursday, May 19, 2011

უკან, ბავშვობაში....



მეგონა, რომ მზე მეზობელი კორპუსის სახურავიდან ამოდიოდა და გელა ძიას გარაჟის თავზე იძინებდა....
მეგონა, რომ მაღაზიაში თუ შევიდოდი, გამყიდველს უეჭველი ხურდა უნდა მოეცა (იმის მიუხედავად მეკუთვნოდა თუ არა)...
მეგონა, რომ ვინც ჩემთან სახლში მოვიდოდა აუცილებლად კამფეტები უნდა მოეტანა (მაგის გარეშე არ შემოვუშვებდი)....
მეგონა, რომ თოჯინებიც ცოცხლები იყვნენ და შუაღამემდე არ ვიძინებდი, უბრალოდ თვალებს ვჭუტავდი და ჩემი ჭკუით ვატყუებდი, რომ ამოძრავებულიყვნენ (ეს იმის მერე რაც toy story-ს ვუყურე)...
მეგონა, რომ ლიფტში თუ მარტო შევიდოდი ბუა შემჭამდა (ზედმეტად ცელქი მეზობლის დიდი ბავშვის გავლენით, ამის გამო 12 წლამდე ლიფტში მარტო ვერ შევდიოდი)...
მეგონა, რომ დედიკოს ჩანთაში სულ კამფეტები ელაგა და ამის გამო ბევრი რაღაცეები ეკარგებოდა....

მჯეროდა, რომ დედიკომ კამოდის უჯრაში მიპოვა, როცა პირსახოცს ეძებდა...
მჯეროდა, რომ თოვლის პაპა არსებობდა და საჩუქრებს ყოველთვის ნაძვის ხის ქვეშ მიტოვებდა....
მჯეროდა, რომ ნაძვის ხე ახალი წლის შემდეგ თავისით იხსნიდა სათამაშოებს, ყუთში ტოვებდა და ხეში მიდიოდა....
მჯეროდა, რომ თუ თვალებს დავხუჭავდი და ძალიან ძალიან ვინატრებდი, ფრენა შემეძლო (ამის გამო ხშირად ჭამისას მეძინებოდა)
მჯეროდა, რომ დედიკოს პომადას თუ წავისმევდი ტუჩები მომძვრებოდა (ეს იმის შემდეგ რაც ფრანგული პარფიუმერია თითქმის გავუნადგურე :D) ...
მჯეროდა, რომ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მამიკო და დედიკო მყავდა (ეხლაც მჯერა და უფრო მეტადაც)
ტელევიზორში, სერიალში, კოცნის სცენა როცა იყო, თვალებზე ხელს ვიფარებდი და ოთახიდან გავრბოდი...
მიხაროდა, როცა შუქი ქვრებოდა, იმიტომ რომ მერე ყველა მეზობელი ჩვენთან მოდიოდა და კარგად ვერთობოდით...
მიხაროდა, როცა ავად ვიყავი და ბაღში არ მივდიოდი...
მიხაროდა, როცა დედიკო ბაბოლის კევს მომიტანდა...
მიხაროდა, როცა სოფელში, ბიძასთან მივდიოდი, იმიტომ რომ იქ ბევრი ცხენები, ძაღლები და კატები იყვნენ...
P.S მომენატრა ბავშვობა....