Tuesday, April 12, 2011

შემოვდგით ფეხი და მერე რა ფეხი

გამარჯობა ხალხო :)
ეს არის ჩვენი, დიაბოლილების პირველი პოსტი ინტერნეტ სივრცეში. მე ვარ თაკო, ბლოგის მეორე ავტორი კი – დიკოა. გაგაცნობთ ჩვენი ბლოგის შექმნის ისტორიას.
ერთ საღამოს მე და ჩემი დაიკო ვისხედით, ის მზესუმზირას არჩევდა, მე კი უკვე მობეზრებული ვათვალიერებდი სხვადასხვა საიტებს. უცებ დიკომ თავი ასწია და მითხრა
– აუ არ გინდა ბლოგი შევქმნათ?
– არ გეზარება?
– საერთო რა, ორივე დავწერთ ხოლმე
– კაი შევქმნათ
ამის მერე დავიწყეთ თავის მტვრევა იმაზე, თუ რა დაგვერქმია ბლოგისთვის. ფრიად საინტერესო აზრები მოგვივიდა – ,,ჭორიკნებით" დაწყებული ,,კინკირებით" დამთავრებული, მაგრამ სამწუხაროდ ყველა დაკავებული იყო. მერე მე მომივიდა თავში იდეა, სწორედ ისე მულტფილმებში ნათურა რომ ენთებათ თავზე და გახარებულმა წამოვიძახე
– დიაბოლილები
–ეგ რაღა უბედურებაა? (სკეპტიკოსი დაიკო მყავს)
– დაბოლილების და დიაბლოს გაერთიანება
– აი შენს მეტი ხომ მასეთ სისულელეს ვერავინ მოიფიქრებდა
– აბა უსახელოდ დავრჩეთ?
– კაი ჯანდაბას შენი თავი
და აი ასე შეიქმნა (ან როგორც ჩემი მუსიკის მასწი იტყოდა ჩაისახა) ჩვენი ბლოგი. :) იმედია მოგეწონებათ. ახლა ამით ვამთავრებთ, ხვალიდან კი შევეცდებით ჩვენც დავტოვოთ კვალი დიადი ბლოგერების სიაში.