Friday, May 27, 2011

უძილობისგან გასამკუთხედებული ფიქრები....

ვერ ვიძინებ...დავიღალე იმით, რომ ყველანაირი იდიოტური აზრი მე უნდა მომდიოდეს თავში...
დავიღალე, იმით, რომ ყველაფერი მე უნდა მტკიოდეს....
დავიღალე, იმით, რომ ყველაფერზე მე უნდა ვნერვიულობდე და ყველას პრობლემებით მე ვიყო დატვირთული...
მინდა ერთი დღე მაინც...ერთადერთი დღე – ბედნიერი ვიყო და არ ვიფიქრო იმაზე, თუ რა არის სწორი და რა არა (მაინც ვერ ვიგებ)
მინდა ერთხელ მაინც – იმას დავადო მხარზე შუბლი და უბრალოდ მივეხუტო...არაფერზე არ ვიფიქრო, უბრალოდ მისი სიახლოვე მინდა...
მინდა ბოლო ბოლო გადავწყვიტო ვინ ვარ – ათეისტი, თუ მორწმუნე...(ხშირად ვმერყეობ ამ ორს შორის)
მინდა გავაღწიო ამ გარემოდან, უკვე სული მეხუთება...სადმე სხვა ქვეყანაში მინდა ცხოვრება, თუნდაც აბორიგენების ტომებში ან ბოშათა ბანაკებში....
ეჰ....ბევრი რამე მინდა მაგრამ სადაა?

უსათაუროდ

შუაღამეა, იცი ისევ შენზე ვფიქრობ...რასაც არ უნდა მოვუსმინო, რასაც არ უნდა ვუყურო, ყველაფერში შენ მელანდები. დავიღალე, იცი როგორ დავიღალე ამ ერთფეროვნებით? ყოველ დღე გიყურებ, მინდა მოვიდე და უბრალოდ მოგეხვიო, მაგრამ რა? არც არაფერი, ჩემთვის ვზივარ, წყნარად. ახლა ალბათ ყველა იფიქრებს ამის დამწერი იდიოტიაო, მერე რა? ვერავის ვერ ვეუბნები და აქ მაინც ვწერო :D ეს რომ წაიკითხო იტყვი მაგარი გაკლიაო, ეგეც არ მაინტერესებს. მოკლედ, ძალიან გვიანია, წავედი ეხლა მე....

Thursday, May 19, 2011

უკან, ბავშვობაში....



მეგონა, რომ მზე მეზობელი კორპუსის სახურავიდან ამოდიოდა და გელა ძიას გარაჟის თავზე იძინებდა....
მეგონა, რომ მაღაზიაში თუ შევიდოდი, გამყიდველს უეჭველი ხურდა უნდა მოეცა (იმის მიუხედავად მეკუთვნოდა თუ არა)...
მეგონა, რომ ვინც ჩემთან სახლში მოვიდოდა აუცილებლად კამფეტები უნდა მოეტანა (მაგის გარეშე არ შემოვუშვებდი)....
მეგონა, რომ თოჯინებიც ცოცხლები იყვნენ და შუაღამემდე არ ვიძინებდი, უბრალოდ თვალებს ვჭუტავდი და ჩემი ჭკუით ვატყუებდი, რომ ამოძრავებულიყვნენ (ეს იმის მერე რაც toy story-ს ვუყურე)...
მეგონა, რომ ლიფტში თუ მარტო შევიდოდი ბუა შემჭამდა (ზედმეტად ცელქი მეზობლის დიდი ბავშვის გავლენით, ამის გამო 12 წლამდე ლიფტში მარტო ვერ შევდიოდი)...
მეგონა, რომ დედიკოს ჩანთაში სულ კამფეტები ელაგა და ამის გამო ბევრი რაღაცეები ეკარგებოდა....

მჯეროდა, რომ დედიკომ კამოდის უჯრაში მიპოვა, როცა პირსახოცს ეძებდა...
მჯეროდა, რომ თოვლის პაპა არსებობდა და საჩუქრებს ყოველთვის ნაძვის ხის ქვეშ მიტოვებდა....
მჯეროდა, რომ ნაძვის ხე ახალი წლის შემდეგ თავისით იხსნიდა სათამაშოებს, ყუთში ტოვებდა და ხეში მიდიოდა....
მჯეროდა, რომ თუ თვალებს დავხუჭავდი და ძალიან ძალიან ვინატრებდი, ფრენა შემეძლო (ამის გამო ხშირად ჭამისას მეძინებოდა)
მჯეროდა, რომ დედიკოს პომადას თუ წავისმევდი ტუჩები მომძვრებოდა (ეს იმის შემდეგ რაც ფრანგული პარფიუმერია თითქმის გავუნადგურე :D) ...
მჯეროდა, რომ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მამიკო და დედიკო მყავდა (ეხლაც მჯერა და უფრო მეტადაც)
ტელევიზორში, სერიალში, კოცნის სცენა როცა იყო, თვალებზე ხელს ვიფარებდი და ოთახიდან გავრბოდი...
მიხაროდა, როცა შუქი ქვრებოდა, იმიტომ რომ მერე ყველა მეზობელი ჩვენთან მოდიოდა და კარგად ვერთობოდით...
მიხაროდა, როცა ავად ვიყავი და ბაღში არ მივდიოდი...
მიხაროდა, როცა დედიკო ბაბოლის კევს მომიტანდა...
მიხაროდა, როცა სოფელში, ბიძასთან მივდიოდი, იმიტომ რომ იქ ბევრი ცხენები, ძაღლები და კატები იყვნენ...
P.S მომენატრა ბავშვობა....

მითები. ნაწილი 1

 
 ალბათ ბევრი თქვენგანია გატაცებული მითოლოგიით, ასევე ვარ მეც. საკმაოდ დიდ დროს ვანდომებ ამა თუ იმ ქვეყვნის მითოლოგიის შესწავლას. დრო და დრო ვეცდები რომ ჩემი ნამოღვაწარი თქვენც შემოგთავაზოთ და გაგაცნოთ.
   ძირითადად მკვიდრი ამერიკელების, ანუ ინდიელების (და არა ინდოელების) მითოლოგიას ვთარგმნი. არანაირი პლაგიატიზმი, უბრალოდ მე ჩემით გადავთარგმნი ზოგიერთ ჩემი აზრით საინტერესო მითს (თუ გრამატიკული შეცდომები იქნება ბოდიშით ყველას) და გამოვაქვეყნებ ბლოგზე. წყაროც ასევე მითითებული იქნება. მაშ ასე, პირველი მითი

ახალგაზრდობა, რომელიც ირმებს შეუერთდა.

   ძალიან დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა კაცი, რომელიც შესანიშნავი მონადირე იყო. იგი ხშირად ნადირობდა და უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებული ბრუნდებოდა. ის მთელ დროს ირმებზე ფიქრს ანდომებდა და ესიზმრებოდნენ კიდევაც. ისინი მისთვის მეგობრებივით იყვნენ. ალბათ მისი ტოტემიც ირემი იყო. მას ორი ცოლი ჰყავდა, ერთისგან არცერთი ბავშვი არ ეყოლა, ხოლო მეორემ ბიჭი უშვა.
   ერთ დღეს, ნადირობისას, იგი დედა ირმის და ნუკრის ახალ ნაკვალევს გადააწყდა. კვალი ბორცვისკენ მიემართებოდა, სადაც ახალგაზრდა ქალი და ბავშვი ისხდნენ. ნაკვალევი სწორედ მათკენ მიანიშნებდა. კაცი განცვიფრდა და ქალს კითხა საით წავიდნენ ირმები. მაგრამ ქალმა უპასუხა რომ არანაირი ირემი მას არ დაუნახავს. კაცმა გზა გააგრძელა, მაგრამ კვალი ვეღარ იპოვა და უკან დაბრუნდა. მან ქალს მოსთხოვა რომ ირმის ადგილმდებარეობა გაემხილა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ირმები ამ ადგილისკენ გამოექცნენ. ქალმა გაიცინა და უთხრა რომ დიდი ხანი იყო რაც უყვარდა და სთხოვა გაჰყოლოდა. კაცი ვერ შეეწინააღმდეგა და გაჰყვა. ქალის სილამაზემ იმდენად დაახვია თავბრუ, რომ უარს ვერაფერზე ეტყოდა, თუმცა გზაში ფიქრობდა რომ არასწორად იქცეოდა, რადგან სახლში ორი ცოლი და ბავშვი ელოდებოდა. ქალმა მისი ფიქრები თითქოს წაიკითხა და სთხოვა არ ენერვიულა, რადგან კაცი მისი ქმარი გახდებოდა და ამას არასოდეს ინანებდა.
      ძალიან დიდი ხნის სიარულის შემდეგ, მათ მთაზე მოთავსებულ სოფელს მიაღწიეს. კაცმა შეამჩნია, რომ შესასვლელი მიწისქვეშ მიდიოდა. მიწისქვეშეთში ჩასვლის შემდეგ კაცმა აღმოაჩინა, რომ დიდ სახლში იმყოფებოდა, რომელშიც უამრავი ხალხი იყო. ეს ხალხი თითქმის ინდიელებს ჰგავდნენ, ყველა ასაკის და ორივე სქესის. კარგად იყვნენ ჩაცმულები, თუმცა ყველას ირმის ტყავის ტანსაცმელი ეცვა. ყველა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ჩანდა. როგორც კი კაცი ოთახში შევიდა, ხალხმა თქვა რომ მათმა ასულმა ქმარი მოიყვანა. იმ ღამეს ქალმა კაცს უთხრა ,,შენ ჩემი ქმარი ხარ, ჩემთან უნდა გეძინოს, შეგიძლია ჩამეხუტო ოღონდ უფრო შორს არ უნდა წახვიდე, რადგან ჯერ შეწყვილების სეზონი არ დაწყებულა. შენ ასევე შეგიძლია ჩემი დებიც მოიყვანა ცოლად. ჩვენი სეზონი მხოლოდ წელიწადში ერთხელაა, მთელი დანარჩენი წლის განმავლობაში ჩვენ სქესობრივი კავშირი არ გვექნება". იმ ღამეს კაცს თავის ახალ ცოლთან ეძინა.
     მეორე დილით  ხალხმა თავიანთი სიძე სანადიროდ წაიყვანა და სთხოვეს ხორცი ეშოვა მათთვის. მონადირემ თავისი მშვილდ–ისარი აიღო და სანადიროდ წავიდა. ორი ახალგაზრდა ირემი, მისი ცოლისძმები, გაიქცნენ და უფრო ადრე მივიდნენ ბორცვამდე, ვიდრე მონადირე. როგორც კი ბორცვს მიაღწიეს ისინი ირმებად გადაიქცნენ. მონადირემ ისინი დახოცა, არ იცოდა რომ თავისი ცოლისძმები იყვნენ და სახლში მოიტანა. როცა ყველანი ჭამდნენ, ბელადმა ბრძანა რომ არც ერთი ძვალი არ გადაეგდოთ, არამედ ერთად შეეგროვებინათ და ტყავში გაეხვიათ. შემდეგ ბელადმა ერთ ერთ ახალგაზრდას უბრძანა რომ წაეღო და ეს ძვლები მდინარეში გადაეყარა. ისიც ასე მოიქცა და როცა დაბრუნდა ორივე ცოლისძმა თან მოჰყვა. მხოლოდ ამის შემდეგ აუხსნა ბელადმა მონადირეს, რომ თუ მის მიერ მოკლული ირმის ძვლებს პატივისცემით მოეპყრობოდა და მდინარეში გადაყრიდა, ის სიცოცხლეს დაიბრუნებდა და არც მონადირეზე იქნებოდა გაბრაზებული. ასე ნადირობდა კაცი ყოველდღე და თითოეული მისი მოკლული ირემი ცოცხლდებოდა.
    ბოლოს შეწყვილების სეზონიც დაიწყო და ბელადმა მონადირეს დიდი ხარირმის სხეული უბოძა, მასაც შეეძლო ირმად გადაქცევა. ის წვებოდა თავის ცოლთან და ბედნეირი იყო. თუმცა ერთხელაც მოვიდა უცხო ირემი და ცოლი წაართვა. ბელადი დაპირდა რომ გამთენიისას ორნამენტებს დაახატავდა, რომელიც გააძლიერებდა. მეორე დილით ბელადმა მას დიდი ხაზები დაახატა შუბლზე და მკერდზე და მან შეძლო ყველა მოქიშპის ჩამოშორება. შამანებმა მისი ყველა ჭრილობა განკურნეს და შეუნარჩუნეს სიცოცხლე.
   ასე იქცეოდნენ შეწყვილების სეზონის ბოლომდე და მონადირე ყოველთვის გამარჯვებული იყო. ამ დროს მისმა ცოლმა ვაჟი შვა. როცა ბავშვი წამოიზარდა, ცოლმა უთხრა ქმარს, რომ უსამართლობა იყო მარტო მის ტომში ცხოვრება. ამიტომ გადაწყვიტეს მონადირის ტომში დაბრუნება. მათ დიდხანს იმოგზაურეს, მაგრამ ქალი ფიქრობდა რომ ძალიან ნელა მიდიოდნენ, ამიტომ ირმებად გადაიქცნენ და სწრაფად მიაღწიეს სოფლამდე. ცოლმა ქმარს ურჩია რომ ჯერ არ გამოჩენილიყო სოფელში, არამედ რვა დღეს ბალახების ნაყენში ებანავა, რათა ირმის სული ჩაეხშო, თუ არადა მოკლავდნენ. თუმცა კაცმა სოფლის შორიახლოს ახალგაზრდა ქალი დაინახა და შეიცნო როგორც თავისი და. გამოჩნდა მის წინ და უთხრა ,,ო, დაო მე დავბრუნდი, არავინ არ უნდა მომიახლოვდეს რვა დღემდე, ამის მერე კი გეწვევი, ოღონდ თქვენი სახლები შამანებმა უნდა გაწმინდონ, რომ არ იყოს ცუდი სუნი და ავი სულები" ხალხს ეგონა რომ ის მკვდარი იყო, ამიტომ მისი უშვილო ცოლი სხვაზე დააქორწინეს. როგორც კი მონადირე ადამიანის ფორმას დაუბრუნდა, სოფელში შევიდა თავისი ახალი ცოლით და შვილით. მისმა ცოლმა მთელ სოფელს ირმის გამომშრალი ხორცი და ტყავები დაურიგა, ყველა ნასიამოვნები იყო. მონადირე თავის კერას დაუბრუნდა. ყოველთვის, როცა სოფელს ხორცი მოუნებოდა, იგი თავის შვილს აძლევდა მშვილდს და ისრებს და უბრძანებდა, რომ ენადირა. მის ძვლებს წყალში ყრიდნენ და იგი ისევ ცოცხლდებოდა. სოფელში გავრცელდა ეს ჩვეულება და ირმის ხორცი არავის აკლდა.
    მონადირე თავის შვილს ასწავლიდა, რომ არც ერთი მოკლული ირმის ძვალი არ დაეკარგა, არამედ შეეგროვებინა და წყალში ჩაიყარა. თუ ამას ვერ მოახერხებდა, მაშინ დაეწვა და ამ შემთხვევაში ირემი მართლა მოკვდებოდა. თუ იგი უპატრონოდ დაყრიდა ძვლებს, მაშინ ნადირობაში ბედი არ ექნებოდა.
   მონადირემ ღრმა სიბერემდე იცოცხლა, თუმცა ალბათ ის არც მომკვდარა, რადგან სიკვდილამდე დიდ, ღონიერ ირმად გადაიქცა და არასდროს დაბრუნებია თავის სოფელს. მის შთამომავლობას კი ირმად გადაქცევის უნარი შემორჩა.

Sunday, May 15, 2011

LIFE SUCKS!!!


რატომ ხდება ყოველთვის ისე რომ ვინც გიყვარს არ უყვარხარ? ან კიდევ როცა გადაგიყვარდება მერე გაქცევს ყურადღებას :@ რა იდიოტიზმია. ვერაფერი ვერ გავუგე ამ ცხოვრებას, ან მე ვარ ზედმეტად ტვინშეზღუდული ან კიდევ მართლა ძალიან უსამართლობა ხდება. :( რატომ უნდა ვიტანჯებოდე ვიღაც იდიოტის გულისთვის ვისაც ისიც კი ვერ გაუგია რა უნდა ამ ცხოვრებაში?

Saturday, May 14, 2011

When you cried, I'd wipe away all of your tears
When you'd scream, I'd fight away all of your fears
And I held your hand through all of these years
But you still have all of me...

ახლა? ახლა რაღა დროსია?


adamianebi uxmod vtovebT sicocxles....
beRurebiviT...
magram imqveynad wasulT didxans gvdevs sayveduri:
ratom mimatoveo...
sikvdili rogor gabedeo...
UUuSenod rogor vicocxloo...
imaT vuyvardebiT visac sicocxleSi vZuldiT...
didxans dganan qelexis sufris TavSi...
usaSvelod did sadRegrZeloebs amboben...
malulad niangis cremlebsac iwmendnen...
mikvirs xalxno...
sanam mWirdebodiT....
sanam movkvdebodi....
sanam dardi guls SeWamda....
sanam gausaZlisi gaxdeboda sicocxle...
manamde rom geTqvaT....
rogor giyvardiT...
mafasebdiT...
guli dagwydebodaT
Cemi udroo wasvliT...
saTqmels getyodiT...
gulSi CagikravdiT, mogeferebodiT...
getyodiT rogor miyvarxarT...
axla?...
axla ra drosia...
iasamnebi damWknara ukve...
yvavsac uCxavlia Cems Sav saflavze...
mTvares utiria namis cremlebiT...
axla?...
axla raRa drosia...

უშენობა...


miWirs uSenoba...ho, miWirs, ra iyo? gagikvirda? ratom? Sen ar gindoda rom ase yofiliyo? ar vici, ar var darwmunebuli. ubralod menatrebi. ar damcino ra, vici rom sul raRac erTi saaTis win gnaxe magram mainc menatrebi. ar minda, magram mainc. mere ra? arc araferi. ubralod menatrebi... rom icode rogor minda es sityvebi piradad giTxra, magram ar gamomdis. rom gxedav, Cemi meore ,,me” sadRac ikargeba da arafridan Cndeba niRabi. rogor ver vitan am niRabs, TiTqos verafers ver grZnobs, yvelas samagieros uxdis. magram veravin ver xedavs, rom am niRbis qveS meore ,,me” sisxlis cremlebiT tiris. vici Cemi bralia, magram momiwia ase. adre yvelas vurigebdi siyvaruls...yvelas...visac sWirdeboda an ar Wirdeboda, magram ra miviRe? depresia, uzomo tkivili da SiSi, SiSi yvelafris mimarT. xo, Cemi bralia, ar vamarTleb Cems Tavs. vici yvelafriT aRfrTovaneba Rrma grZnobebSi mezrdeba xolme, magram ra vqna...aseTi var. ramdens vlaparakob ara? J arauSavs. mxolod 10 wuTs wagarTmev... risTvis? araferi, ubralod TvalebSi miyure, Tumca ara, iq imdeni tkivilia rom ar memetebi ar tkivilisTvis. maSin Tavi damade mxarze da mousmine rasac vukrav...ar ginda? ici ra lamazad vukravdi adre? pianino TiTqos imeorebda Cems grZnobebs, naTels, lamazs. axla ki....aRar gamomdis... :( amaod vcdilob Zveli teqnikis dabrunebas, TiTqos xelebi ar memorCileba, Tumca sakiTxavia xelebi Tu guli? Sen rogor fiqrob? isev mogabezre Tavi....kargi, modi mogiyvebi siyvarulze J vfiqrob, imaze, Tu ra aris es grZnoba da ici ras mivxvdi? grZnoba ki araa, raRac ufro metia. es ,,raRac” ar mTavrdeba. Cemidan SenSi gadmodis, Senidan sxvaSi da ase Semdeg. usasrulod grZeldeba. kidev ici ras mivxvdi? adamians ufali bevr rames aniWebs, magram roca siyvaruli modis, am yvelafers isrutavs Tavis arsSi, Tu ormxrivia, gaormagebulad gibrundeba. Tu calmxrivi ki.....modi aRar getyvi ras Svreba. isedac xedav rogori var, dacarielebuli, ablabudasaviT gafiTrebuli da tkiviliani. imasac mivxvdi, rom sisulele iyo, roca RmerTs vexvewebodi SenTvis didi siyvaruli moeca, Tundac sxvasTan. sisulele iyo....didi sisulele...CemTvis mainc meloca, rom daviwyebis unari moeca. axla esec aRar SemiZlia. arauSavs, mainc madlobeli var, am oTx welSi tkivili xom iyo da iyo...magram xandaxan bednieric viyavi, roca gaRimebuls gxedavdi, roca SemeZlo SenTan vyofiliyavi Tundac erTi wamiT. albaT ggonia gagiJdao ara? masec iyo. im wamebSi SemeZlo mekivla rom mTeli Cemi arsebiT miyvardi, mTeli Cemi guliT da Sens garda fiqri aravize ar SemeZlo. axla esec aRaraa, roca SenTan var guli TiTqos grZnobebs akavebs, da vzivar ase, gamofituli. xandaxan minda samagiero gadagixado, magram ise ususurad vakeTeb rom Cems Tavs vangrev. amitom esec aRar minda. ubralod SenTan var. giyureb da Cems Tavs kiTxvas vusvam ,,ratom? ratom miyvars?” niRbiani ,,me” dums, meore, uniRbo da daufaravi ki mTeli filtvebiT kivis ,,imitom, rom mis gareSe ver icocxleb, imitom, rom masSi ipove yvelaferi, rac ki odesme ginatria, imitom, rom misi naklic ki giyvars, imitom...rom sxvanairad ver SeZleb cxovrebas” xedav? amdeni pasuxi aqvs, me ki verc vewinaaRmdegebi da samagierod isev niRabs viafreb. vici susti var, ar unda gaviqce, magram vera da ver gadavlaxe es SiSi. Zalagamoclili musikis ukan vimalebi da gamxmari sulidan ukanasknel or wveT sisxls klaviSebze vawurav. ui, mapatie, dagasevdiane, vici ar giyvars Cemi sevdiani Canaxatebi, mapatie, es sevda Seni gacnobisTanave Casaxlda CemSi da bolo xmaze kivis : m i y v a r x a r ! ! !

დაბრუნება დიდი ხნის შემდეგ

გამარჯობათ ხალხო, ვიცი რომ დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ. მაგრამ ამას თავისი მიზეზები ჰქონდა და საკმაოდ საპატიოც. დღეს ძალიან მომინდა ჩემი ბლოგის მონახულება. ფაქტიურად მე აქ პოსტვა არც დამიწყია, მაგრამ დღეიდან აუცილებლად ხშირად დავდებ ახალ ახალ პოსტებს.